თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ასაკის ქალი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების განცხადებით,  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს.

,,ბავშვი და ქალი გაჩერებაზე იდგნენ, ელოდებოდნენ ტრანსპორტს. ქალი როგორც ვიცი მასწავლებელი იყო, ბავშვი კი იმავე სკოლის მოსწავლე. სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახათ გაჩერებაზე მდგომებს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში.,, – განუცხადა ,,აიპრესს” თვითმხილველმა.

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 11 წლის ბავშვი კი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობოთი მოტეხილობები აღენიშნება, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები