დიდი ბრიტანეთი 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს უკრაინას

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრებს.

მსგავსი თემები