ოკუპანტები უკრაინიდან ბავშვებს მასობრივად იტაცებენ

ოკუპანტებმა უკრაინიდან  181 000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს, – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია, ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ დარია გერასიმჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

გატაცებულებს შორის მხოლოდ 2 000-მდე ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ მთავრობა გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

“არ გვაქვს რეგისტრირებული შვილად აყვანის ან ამ პროცესის ორგანიზების დაწყების შემთხვევები, მაგრამ უკვე გვესმის სახიფათო მოწოდებები რუსეთიდან კანონმდებლობის შესაძლო ცვლილების შესახებ, რაც გაამარტივებს შვილად აყვანის პროცედურას“, – აღნიშნავს დარია გერასიმჩუკი.

მსგავსი თემები