კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი

კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ  1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულ ინფორმაციას  უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.

ნებიატოვის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია დაღუპული პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ეს ციფრი მუდმივად იცვლება.

მსგავსი თემები