,,ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია”- ირაკლი კობახიძე

,,ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას აჩვენებს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ” – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟიგიმანტას პავილიონისის და ნიკა მელიას შეხვედრა.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ  „ნაცმოძრაობა“ არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა.

„ომში ჩართვაც ამიტომ უნდათ ზუსტად. მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის – ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2008 წელს, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს. ესეც ზუსტად ამის გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს რასაც აკეთებენ, ზუსტად იმის გამოხატულებაა, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია. ეს არის მათი განწყობა და მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. ეს პასუხი უნდა იყოს მარტივი, ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი დასუსტდეს, ქვეყანაში არ დავუშვათ ომი და ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ჰქონდეს. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები