,,რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის”- ექიმი სააკაშვილზე საუბრობს

,,ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით” –  აღნიშნულ განცხადებას „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი ლალი ჯავაშვილი აკეთებს.

ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ მოხერხდება.

„რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის. ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. დღეს ეს საჭიროება არ არის იმიტომ, რომ ამას ვერ შეძლებს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და რასაც კატეგორიულად ვითხოვთ არის, რომ ის სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური თერაპია”, – განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

მსგავსი თემები