პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გავრცელებას ედავება

  სპეციალური პენიტენციური სამსახურის  ინფორმაციით,  „ტვ პირველის“ ეთერში,  სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ მიხეილ საააკაშილის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო. „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე და გაავრცელა განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდებოდა სახალხო დამცველს. 30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სახალხო დამცველს და ელოდება არგუმენტირებულ პასუხს დასმულ კითხვებზე. წერილში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ გამჟღავნებულ ინფორმაციას … ვრცლად პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გავრცელებას ედავება