„უკრაინას ვტოვებ დიდი სიამაყით“ – ნენსი პალოსი

უკრაინაში მყოფი კონგრესმენი,  წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი მწუხარებით ჩავიდა, თუმცა, ტოვებს სიამაყით.

კონგრესმენის შეფასებით, დელეგაციას საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. მთავარი საკითხები კი  უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჰუმანიტარული დახმარება იყო.

„ამერიკა უკრაინის გვერდით დგას. ასე გაგრძელდება გამარჯვებამდე და ჩვენ ვდგავართ ნატო-ს გვერდით“, – განაცხადა  კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

როგორც პელოსმა აღნიშნა, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა აუცილებელია.

„პრეზიდენტის ლიდერობა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა  აღმაფრთოვანებელია. უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას“, – განაცხადა ნენსი პელოსმა პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები