რუსეთის ტყვეობაში მყოფი 14 ადამიანი უკრაინაში დაბრუნდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერესჩუკის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებული 7 სამხედრო პირია, 7 კი სამოქალაქო.
„დღეს გავცვალეთ ტყვეები. სახლში 14 ჩვენს მოქალაქეს ვაბრუნებთ. ჩემთვის ეს გაცვლა განსაკუთრებულია: ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე 5 თვის ფეხმძიმეა“, – განაცხადა ვერესჩუკმა.
ინფორმაცია, რამდენი ტყვე წაიყვანა რუსეთმა, არ ვრცელდება.