„პატიმარს, თურმე, რაღაც კომფორტი დაერღვა“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე  

„მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის შეფასებით, ყველას დაავიწყდა, რას უკეთებდნენ პატიმრებს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში

„იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი. მას კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ“ – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ამ პატიმარზე მეტ საუბარს არ აპირებს.

 

 

მსგავსი თემები