პროკურატურის ინფორმაციით, ბეროზაშვილს, რომელმაც მშობლები მოკლა, მათთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს ოჯახში პრობლემები 2019 წლიდან შეექმნა. კონფლიქტის მიზეზი კი თანხა გახდა, რომელიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. საუბარია 21 000 დოლარზე.

როგორც მკვლელობაში ბრალდებულის საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბეროზაშვილმა  მამის უკითხავად, 21 000 დოლარი წაიღო, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა, ნაწილი კი სხვა მიზნებისთვის.

მისი განმარტებით, მშობლებთან კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო. მამა თანხის დაბრუნებას ითხოვდა.

ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები ამოიღეს.

გიორგი ბეროზაშვილი მშობლების მოკვლას და სახლში ხანძრის გაჩენას აღიარებს

მსგავსი თემები