მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამი იწყებს გავრცელებას

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ფრინველის გრიპის ახალი შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია.

ცნობილია, რომ  ინფექციით, ძირითადად  ფრინველები ავადდებიან, თუმცა რიგ შემთხვევაში , ვირუსი ადამიანზეც გადადის. ვირუსის მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როდესაც შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები