რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როცა მიზანი შესრულდება

რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს როდის აპირებს მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას, არც 9 მაისთან დაკავშირებით ამბობს რამეს და არც იმას, რომ ამ თარიღის უკრაინასთან დაკავშირებასაც აპირებენ.

„სპეციალური ოპერაცია“ დასრულდება მაშინვე, როგორც კი მისი მიზნები მიიღწევა და რეალიზდება“ – ასეთია ლავროვის მოკლე პასუხი.

მას მოლაპარაკების იმედიც არ აქვს და ამბობს, რომ ეს უკრაინის ინტერესებში არ შედის.

„ისინი თუ წესიერი მომლაპარაკებლები იყვნენ, თუ ისინი უერთგულებდნენ იმას, რაზეც ეტაპობრივად შეთანხმდნენ, შეგვეძლო,  პროგრესისთვის მიგვეღწია“ – განმარტავს ლავროვი.

 

მსგავსი თემები