პასპორტის საფასური ორმაგდება

1 მაისიდან, საქართველოში  ბიომეტრიული პასპორტის საფასური იზრდება.  მთავრობის დადგენილებით, ბიომეტრიული პასპორტის საფასური 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი იქნება. ამ ფასად პაპორტს 10 დღეში დაგიმზადებენ.

თუ პასპორტის უფრო სწრაფ ვადებში დჭირდებათმ საფასური კიდევ უფრო იზრდება.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

პირადობის მოწმობის ფასი ორმაგდება

 

მსგავსი თემები