პირადობის მოწმობის ფასი ორმაგდება

 

1 მაისიდან, პირადობის მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება. ეს არის მინიმალური საფასური, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 10 დღეში აღებას გულისხმობს. დოკუმენტის უფრო მოკლე ვადებში აღება კი უფრო ძვირი ეღირება.

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

 

მსგავსი თემები