დონეცკსა და ლუგანსკში, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს სისხლის დონაციას აიძულებენ 

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს აიძულებენ, დაჭრილი რუსი ოკუპანტებისთვის სისხლი გაიღონ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სისხლის იძულებითი დონაციის 700-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ჟენევის კონვენციის მორიგი დარღვევაა.

“დონეცკისა და ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლება აიძულებს სტუდენტებს, სისხლი მასობრივად გაიღონ დაჭრილი დამპყრობლებისთვის. ცნობილი გახდა სისხლის იძულებითი დონაციის 700 შემთხვევის შესახებ… რუსეთის ქმედებები არღვევს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი პროტოკოლის მე-11 მუხლს, რაც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას”,- აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

მსგავსი თემები