„ჩვენ არ ვნებდებით“ – ანტონიო გუტერეში უკრაინას

უკრაინაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინელებს მთავარი გზავნილი გაუგზავნა – „ჩვენ არ ვნებდებით“.

როგორც გენერალურმა მდივანმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა  ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის.

„მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო – ჩვენ არ ვნებდებით. გავაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას.  გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები“ – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა მდივანი იმ ქალაქებში ჩავიდა, სადაც რუსულმა ჯარებმა სისასტიკე ჩაიდინეს. ანტონიო გუტერეშმა საკუთარი თვალით ნახა რუსული ძალადობის კვალი.

მსგავსი თემები