პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში ყველა არსებულ სანქციას მიერთებულია

„საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა,  საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ“ – ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, სანქციების მიერთება ქვეყანას ძვირი უჯდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ რუსეთზე დამოკიდებულები. ახლა შეიქმნა  გადახდის პრობლემა (რუსულ რუბლზე), თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ვფიქრობ, სანქციებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას“ – აცხადებს პრეზიდენტი ფორინ პოლისისთან.“

მსგავსი თემები