რუსულმა ჯარებმა საველე ჰოსპიტალიც დაბომბეს, არის მსხვერპლი

ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ ის თანახმაა „აზოვსტალის ქარხნიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გაიხსნას, უკუღმა შესრულდა. რუსეულმა ჯარებმა სწორედ „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე არსებული საველე ჰოსპიტალს დაარტყეს. არისნ გარდაცვლილები და დაჭრილები.

„სამხედრო საველე ჰოსპიტალზე, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსები მასობრივად ყრიდნენ რამდენიმე ტონიან ავიაბომბებს. ამ ბომბებს ნებისმიერი სახის ბეტონის თავდაცვის გარღვევა შეუძლია. შემდეგ, უკვე განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან. შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მათ შორის, საოპერაციო ოთახი. დაშავებულ ჯარისკაცებს შორის არის მსხვერპლი. არიან დაშავებულებიც“ – აცხადებენ „აზოვის“ პოლკში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტირეშთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანახმაა, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გახსნას.

მსგავსი თემები