“ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით”- ანდრეი კასიანოვი

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან ალექსეი არესტოვოჩის განცხადებაზე ისაუბრა. კასიანოვი  გაკვირვებულია საქართველოს შიდა დისკუსიებით, რომლებიც “ომის პარტიებს” და მეორე ფრონტის გახსნას ეხება.

 

“ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან.

რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან, ასევე აშშ-ის საელჩოსთან,”- განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები