ტროტუარზე გაჩერებული მანქანა ავტომატურად ევაკუაციას დაექვემდებარება

თბილისის მერიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც ქალაქში პარკირებას ეხება. ზომები საკმაოდ მკაცრია, კარიმები კი გაორმაგებული.

  • ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი;
  • მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს.

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება და ორმაგდება

მსგავსი თემები