ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძალას და ავითარებას მას”- წერს პრემიერი Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის კონგრესმენებს ადამ ინზინგერსა და ჯერი კონოლის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიისა და ნატოში ინტერგრაციის მხარდაჭერისთვის.