პრემიერს არ სჯერა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩატარდება

„მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება.თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, – აცხადებს პრემიერ მინისტრი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა.

„მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის, იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები