„ამ ადამიანს დაემართა პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც ღრმავდება“ – ექიმი სააკაშვილზე

„იმ პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშილი ამჟამად იმყოფება, მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნება“ – წერენ ექიმები სამედიცინო დასკვნაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომზადდა.

კონსილიუმის წევრები ჟურნალისტებს ხვდებიან და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას აცნობენ.

„ანორექსია არ არის ვირუსული დაავადება, რომელიც შეიძლება ადამიანს ისე დამემართოს. ანორექსიის ცენტრები არც საქართველოში არსებობს და არც მსოფლიოში. ანორექსია არის იმ სტრესის შედეგი, რომელსაც ადამიანი არსებულ გარემოში იღებს. ამ ადამიანს დაემართა პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც ღრმავდება იმ პირობებში, სადაც იმყოფება.

მისი მდგომარეობა დღეს არის ქრონიკული, რომელიც შეიძლება ძალიან მალე გამწვავდეს. ეს სტრესი მას სხვაგან გადაყვანით არ მოეხსნება, რადგანაც იგივენაირად ბადრაგები ეყოლება, გარეთ ვერ გავა, ვერ ისეირნებს, ფიზიკურად არ დაიტვირთება. ამიტომ, ამ ეტაპზე, რადგანაც ვითარება ღრმავდება, უარესდება, ამიტომ , დასკვნაში დავწერეთ, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფება, მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნება“ – აცხადებენ კონსილიუმის წევრები.

მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ხელშია.

„ადამიანი კარგავს კუნთს“ – კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

მსგავსი თემები