5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

მიმდინარე წელს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების აცრა დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ სპეციალური დოზებით აიცრებიან.

„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. მიმდინარე პერიოდში, „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და მოკლე ხანში გახდება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვს ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები