ავსტრია რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხდის

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.

მისივე განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ის პირადად დაარწმუნა, რომ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ავსტრიაში არ შეწყდება.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სერბეთმა და უნგრეთმაც. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზის საფასურისთვის გამოყოფილ ევროს „გაზპრომბანკშიდააკონვერტირებენ რუბლებში.

გარდა ამისა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას განიხილავენ გერმანიაშიც. შემდეგი გადახდა გერმანიას მაისში უწევს.

 

დღეს, რუსეთი ორ „არამეგობარ ქვეყანას“ გაზს მიწოდებას შეუწყვეტს

მსგავსი თემები