,,პუტინს გაცილებით მეტი პოლიტიკური სივრცე აქვს უკან დასახევად”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საკმარისი რესურსი აქვს შეაჩეროს ომი უკრაინის ტერიტორიაზე.

“რუსული საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს პუტინს. აქედან გამომდინარე, პუტინს აქვს რუსეთის შიგნიდან მანევრირების შესაძლებლობა, მასობრივი რუსული მხარდაჭერისა და რუსული მედიის აშკარა გულმავიწყობის გათვალისწინებით, იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია ის, რომ პუტინს გაცილებით მეტი პოლიტიკური სივრცე აქვს უკან დასახევად. შეიძლება დამდგარიყო მომენტი, როდესაც მას შეეძლო ეთქვა რუსი ხალხისთვის: “სამხედრო-ტექნიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ უკრაინაში, შესრულებულია. ვფიქრობ მას მანევრირების დიდი სივრცე აქვს”- აცხადებს ჯონსონი.

მსგავსი თემები