უკრაინული მხარე აცხადებს, რომ „ჰუმანიტარულ დერეფანზე“ შეთანხმება არ არსებობს

უკრაინული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „აზოვსტალდან“ მოსახლეობის გამოყვანაზე არანაირი შეთანხმება არსებობს.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ორმხრივი თანხმობა სჭირდება.

„ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი,“- აცხადებს  ვერეშჩუკი.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მზად არიან, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფნები გახსნან.

რუსეთი მზაობას აცხადებს, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გახსნას

მსგავსი თემები