ამერიკა უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს – სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად მორალურ პასუხისმგებლობასაც იღებს და უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა  განაცხადეს.

მათი განცხადებით, ამერიკელი დიპლომატები ქვეყანაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე მიიღეს.  ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადეს, რომ დამატებით, 713 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ.

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ისე ჩავიდნენ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ გავრცელებულა. მათი უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ქვეყანაში ჩავიდნენ.

 

მსგავსი თემები