„შეაჩერეთ თავდასხმები“ – პაპი ფრანცისკე

„ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“- ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეებს.

როგორც პაპმა ბრძანა, უკრაინაში თავდასხმები უნდა შეჩერდეს.

„შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში იარაღის ხმა  მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ. ვიმეორებ, სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“ – ბრძანა პაპმა.

 

მსგავსი თემები