უკრაინაში სულ 213 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 213 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნული ციფრები საბოლოო არ არისა, რადგანაც, ბევრი ბავშვი დაკარგულად ითვლება და გარკვეულ ტერიტორიებს ისევ რუსები აკონტროლებენ, სადაც შესვლა შეუძლებელია.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ორი თვის განმავლობაში უკრაინაში 602-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური მონაცემებით, 24 აპრილის დილის მდგომარეობით, 213 ბავშვი დაიღუპა და 389-ზე მეტი დაშავდა“, – ვკითხულობთ პროკურატურის  ინფორმაციაში.

პროკურატურის ანგარიშით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 1500 სასწავლო დაწესებულება, მათგან 102 მთლიანად განადგურდა.

 

მსგავსი თემები