სიკვდილი ან დანებება – რუსეთის გზავნილი უკრაინას

ოკუპანტი რუსეთი უკრაინის ბოლომდე განადგურებით იმუქრება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთი  უკრაინის აღმოსავლეთის დეპოპულაციას ცდილობს.

„გზავნილი, რომელსაც ისინი გვითვლიან, მკაფიოა. თუ დანებდებით, როგორც ყირიმის შემთხვევაში იყო 2014 წელს, არაფერი დაგემართებათ. თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ,  როგორც დონბასისა და უკრაინის აღმოსავლეთის შემთხვევაშია, თქვენ განადგურდებით, არ აქვს მნიშვნელობა სამხედროები ხართ თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. დანებდით ან განადგურდებით.  ესაა მათი გზავნილი“ – აცხადებს  მილოვანოვი.

 

მსგავსი თემები