უკრაინელ ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ

უკრაინის სახალხო დამცველია, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინიდან ბავშვებს იტაცებენ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ.

„ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ  აგრესორებმა დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს და ათამდე ადგილობრივი ოჯახში დროებითი მოვლისთვის გადაიყვანეს. ეს დანაშაულია.  ოკუპანტები არღვევენ სახელმწიფოს ვალდებულებას შეიარაღებულ კონფლიქტში დაიცვან ბავშვების უფლებები, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლითაა გათვალისწინებული და იცავს ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლი. ეს მუხლები კრძალავს იძულებით გადასახლებას ან დეპორტაციას“, – აცხადებს დენისოვა.

 

მსგავსი თემები