ბუნკერებში გამოკეტილი ბავშვები სახლს, ჰაერს და ნორმალურ კვებას ითხოვენ

აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოკეტილი ბავშვები სახლს, ჰაერს და მზის სხივს ითხოვენ. ვიდეო „აზოვის“ პოლკმა გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, რა პირობებში იმყოფებიან ომს შეფარებული ადამიანები.

„აქ არ გვინდა, სახლებში გვინდა, დაგვაბრუნეთ. გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ. არ გვინახავს მზე, არც ცა, ჰაერი გვენატრება. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ნორმალური კვება გვინდა,“- აცხადებენ ბუნკერში გამოკეტილი ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა „მწვანე დერეფანი“ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ათასობით ადამიანის გამოსაყვანად, თუმცა, რუსული მხარე ამას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება. რუსეთის ულტიმატუმი შემდეგია – „მწვანე დერეფანი“ მხოლოდ მაშინ გაიხსნება, თუ უკრაინელები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან.

 

მსგავსი თემები