Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 360 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 259 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 163.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.15%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 550.