იარაღი, ფინანსები, სანქციები და ევროპული ოჯახი – შმიგალი თეთრ სახლში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, ერთ-ერთი სასაუბრო თემა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა იყო.

დენის შმიგალის თქმით, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა.

“გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა; მეორე არის სანქციები, აგრესორზე გავლენის მოხდენის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; მესამე არის დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და განვახორციელოთ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური პასუხისმგებლობა; მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა” – განაცხადა დენის შმიგალმა.

სახელმწიფო მდივნისგან კი პირობა მიიღო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის სიმამაცე თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით, ყველასთვის მაგალითი და შთამაგონებელია.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ აგრძელებს უკრაინის დახმარებას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით და ამასთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესია უკრაინაში.

 

 

მსგავსი თემები