პუტინი გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას დათანხმდა

კრემლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინი თანახმაა, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდეს. გაეროს გენერალური მდივანი 26 აპრილს მოსკოვში ჩავა, სადაც პრეზიდენტი პუტინი პირადად უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რო ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს წერილი გაგზავნა და მათთან შეხვედრა ითხოვა.

მსგავსი თემები