შარლ მიშელი პუტინს მოუწოდებს სააღდგომოდ „მწვანე დერეფანი“ უზრუნველჰყოს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.

„პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე.  მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით“ – აცხადებს პრეზიდენტი მიშელი.

მისივე შეფასებით, უკრაინის სუვერენიტეტი ურყევია.

„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს პრეზიდენტი მიშელი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიშელი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკე.

 

მსგავსი თემები