კრემლი პრეზიდენტების შეხვედრის გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს

მოსკოვი თითს კიევისკენ იშვერს და აცხადებს, რომ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრა სწორედ უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელშიც, რუსეთის მტკიცებით, კიევს თანმიმდევრულობა არ გამოუჩენია.

„შარლ მიშელის მოწოდებაზე ვლადიმირ ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგებზე. პროცესში  უკრაინული მხარე შეუსაბამობას ავლენს და არ არის მზად ორმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აღნიშნულის თაობაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელთანაც ისაუბრა.

„რუსეთის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მიმდინარე ღონისძიებებზე, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე და საბრძოლო ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზეც ისაუბრა“, – აცხადებენ კრემლში.

შგახსენებთ, რომ შარლ მიშელი ვლადიმერ პუტის ცოტა ხნის უკან ტელეფონით ისაუბრა, სადაც ჰუმანიტარული დერეფნის საკითხი განიხილეს.

 

მსგავსი თემები