გერმანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას დაუშვებლად მიიჩნევს

ნატო არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე და ამ დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთოს – ასეთის გერმანიის პოზიცია, რომელსაც კანცლერი აჟღერებს. ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება.

კანცლერის შეფასებით, კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომამდე არ უნდა მივიდეს.

„თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ნატო-ს მიმართ ესკალაციის თავიდან აცილება. ეს ცხადი რეალობაა “, – აცხადებს ოლაფ შოლცი.

მსგავსი თემები