ვირუსით 161 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 178 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 301 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.89%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 076.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.12%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.

მსგავსი თემები