რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს. კიევში მიიჩნევენ, რომ ამ აკრძალვის მიზანია, არ ჩაიშალოს საგაზაფხულო გაწვევა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდძალი დანაკარგი განიცადა. საუბარია 250 ადამიანზე და 10 ერთეულ რეაქტიულ სისტემაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 20 აპრილს ნოვოაიდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს 220 რუსი სამხედრო და 50 დაღუპული ოკუპანტის ცხედარი.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას ზარეჩნის რაიონში. რუსი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას, ისვრიან უკრაინელი სამხედროების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მისამართით.

სულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 შეტევის მოგერიება შეძლო.

მსგავსი თემები