,,რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი”- რუსეთის ელჩი

,,რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსი – აღნიშნულ განცხადებას  შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი აცხადებს.

ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ე.წ სპეციალური ოპერაციის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

რუსეთის ელჩი “ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში” რუსეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეჩერებასაც აფასებს. მისი განმარტებით, ეს დიდი შეცდომაა და  ორგანიზაციას ასუსტებს. ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულ პარტნიორებთან ურთიერთ სასარგებლო სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს დაამყარებს.

მსგავსი თემები