რუსეთი აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლს არ შეწყვეტს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე უარს აცხადებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.

„სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები