„ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკრებში“ – აზოვის პოლკი

აზოვის პოლკის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე დაჭრილები და გარდაცვლილები არიან, რომელთა გაყვანა ვერ ხერხდება. როგორც აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, ქარხნის ტერიტორია თითქმის მიწასთან არის გასწორებული.

აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბომბებს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დანგრეული შენობების ქვეშ რჩება. სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშაა“ – აცხადებს პალამარი.

 

მსგავსი თემები