სანქციების ახალი ტალღა დიდი ბრიტანეთიდან

გაერთიანებულმა სამეფომ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც შეეხება სისასტიკის ჩამდენ გენერლებს, კერძო პირებსა და ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას.

„რუსები მიზანმიმართულად უმიზნებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და სატრანსპორტო ცენტრებს მარიუპოლში და მის ფარგლებს გარეთ – ისევე, როგორც ეს გააკეთეს ჩეჩნეთსა და სირიაში“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში.

ამასთან, საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

„დიდი ბრიტანეთი ურყევია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი და პუტინისა და მისი რეჟიმის პასუხისგებაში მიცემისას. დღევანდელი სანქციების ახალი ტალღა შეეხება გენერლებსა და თავდაცვის კომპანიებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ხელში“, – დასძინა ტრუსმა.

 

მსგავსი თემები