“საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი” შემცირებულია-Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, “საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი”  3.18-დან 3.07-მდე არის შემცირებული.

დოკუმენტის თანახმად,  2,5-დან 2,25-მდე შემცირდა, საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა.

ამასთან შემცირებულია სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ჯგუფებისთვის. ანგარიშის თანახმად, 2.75-დან 2,5-მდეა შემცირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი.

“ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებით და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობაში,”- წერია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები