პოლიციელი, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელი, რომლის შემთხვევით გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე  ბრალდებულმა ისარგებლა სიტყვით, მან აღნიშნა, რომ  მომხდარის გამო წუხს და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ბრალდებულმა ერიკ წურწუმიამ სხდომათა დარბაზში მოკლე კომენტარი გააკეთა.

,,სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი”- განაცხადა წურწმუმიამ.

საქმის პროკურორის განცხადებით კი პოლიციელის კანონით გათვალისწინებული პირობის არარსებობის მიუხედავად, დეტექტივმა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი კუთვნილი იარაღი და მისი გამოყენებით შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებულს მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე საუბრობდა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები