„დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს” – პუტინი თავდაცვის მინისტრს დავალებას აძლევს

პუტინის ბრძანებით, „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი შეჩერებულია. მან თავდაცვის მინისტრს დაავალა, უკრაინულ მხარეს იარაღის დაყრა და ჩაბარება კიდევ ერთხელ შესთავაზოს.

ამჟამად ქალაქში ვითარება მშვიდია. ეს საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ წესრიგის დამყარება. რაც შეეხება მათ ვინც იმალება ქარხანა „აზოვსტალში“, ქარხანა საფუძვლიანად არის ბლოკირებული. დაახლოებით 3-4 დღე დაგვჭირდება, რომ სამუშაო აზოვსტალშიც დავასრულოთ“ – უთხრა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პუტინს შეხვედრაზე.

შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონებზე არამიზანშეწონილად მიმაჩნია. ვბრძანებ, რომ გააუქმოთ. ეს ისა შემთხვევაა, როცა განსაკუთრებულად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს. კიდევ ერთხელ შესთავაზეთ ყველას, ვისაც ჯერ არ დაუყრია იარაღი, გააკეთონ ეს“, – დაავალა პუტინმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს.

 

მსგავსი თემები