უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს – ზაზა ბიწაძეს, ალიკა ცაავას და არკადი კასრაძეს სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ.

საქართველოს ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში სავარაუდოდ პარასკევს საღამოს, ხოლო დანარჩენი ორი ჯარისკაცის ცხედარს სავარაუდოდ შაბათს გადმოასვენებენ.

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

 

მსგავსი თემები